გალაკტიონ ტაბიძე
რა
დროს რომანსეროა?!
გაცრეცილ და მტვერიან
ცას
სინათლე ჰკლებია.
ყვავილებზე მღერიან...
რა დროს
ყვავილებია?
ცაზე
ვხედავ წეროებს,
თითქო
მწკრივი ღეროა.
მღერენ
რომანსეროებს...
რა დროს
რომანსეროა?
წყარო ხევში ვალალებს:
გაქრა
გიჟი ოცნება,
ვკოცნი
მე შენს დალალებს,
მაგრამ
რა მეკოცნება?
No comments:
Post a Comment