Monday, March 6, 2017

ვაჟა-ფშაველა - სტუმარ-მასპინძელი, კითხულობს ტარიელ საყვარელიძე


I

ღამის წყვდიადში ჩაფლული,
გამტკნარებულის სახითა,
მოსჩანს ქისტეთის მიდამო
სალის კლდეების ტახტითა.
ბნელს ხევზე მოჰყეფს მდინარე,
გულამღვრეული ჯავრითა.
გადმოხრილიყვნენ მთანიცა,
ხელ-პირს იბანდენ წყალზედა;
ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე,
სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა;
ძმის მკვლელის სისხლი სწყურია,
კაცი რამ მოდის გზაზედა.
გზას ვამბობთორემ რა გზაა.
ვიწრო ბილიკი კლდეზედა?
სავალად მეტად ძნელია,
ფეხს ძლივს აცილებს ფეხზედა.
გაღმა სჩანს ქისტის სოფელი
არწივის ბუდესავითა, -
საამო არის საცქერლად
დიაცის უბესავითა.
სოფლის თავს სძინავს შავს ნისლსა
დაფიქრებულის სახითა.
ყურს უგდებს არე-მარესა,
გულ-ლაღობს სანახავითა.
სტუმარი ცოტა ხანისა
ხვალ სხვაგან წავა აქითა.
წავაგადივლის გორებსა,
ქედებსა ყინულიანსა;
აბნელებსუხილავად ჰქმნის
ქვეყანას ხილულიანსა.
თუ მონადირეს ატირებს,
გზა-დაკარგულსა კლდეშია,
ალაღებს მგელსა და ქურდსა,
მოარულთ სიბნელეშია.

II

ზევიდამ ვინღაც უცნობმა
კლდის ლოდი გადმოაგორა,
მგზავრმა შეჰხედა პირ-აღმე,
წინ უდგას მაღალი გორა.
ყურს უგდებს... ცოტა ხანს შემდეგ
მოესმა ქვიშის ჩხრიალი.
მგზავრი სიათას იმარჯვებს:
მტერი არ იყოს ტიალი.
შესცქერის გაფაციცებით
ფეხზე შემდგარის თოფითა,
ჰხედავსრომ მოალაჯუნებს
კაცი ორ-კაპის ჯოხითა.
შავი რამ მოსთრავს პირ-თავქვე,
ქვიშა ქანავდა იმითა.
არას ამბობდა უცნობი,
სიტყვა არ მოსდის პირითა.
უპრჭყვინავს სალტა თოფისა,
ვით წვიმის ცვარი დილითა.
ვინ ხარრა სულიერი ხარ,
რას იარები ამ დროსა?
ვინ გინდამონადირე ვარ,
კაცს შენ ვერ გხედავ სანდოსა.
რაობით სანდო არა ვარ?
სიტყვას რად ამბობ მცდარესა?
ვითომრომ დავხეტიალობ
შენებრ ამ კლდიან მხარესა?
მეც მონადირე გახლავარ,
დღეს-კი ვეხეტე უბრალოდ.
წესია მონადირისა,
ხომ მაინც დაჰრჩი უვალოდ?
ესეც ვალიაძმობილო,
ძლივს-ღა დავათრევ ფეხებსა,
სულ დავიარე ჭიუხი,
არა ვსტოვებდი ხევებსა.
ზედ შავი ნისლი ჩამოწვა,
ნიავი მოსცა ძლიერი,
ხევებით შემომღმუოდა,
როგორაც მგელი მშიერი.
თვალ-წინ გზას ვეღარ ვირჩევდი,
კლდეზე გადვარდნას ვლამობდი,
ხამად ვარგეზი არ ვიცი,
ამით ძლიერა ვწვალობდი.
ბევრგან დავაფთხე ნადირი,
ცხადად ფეხის ხმა მესმოდა,
ან როცა გადაფრენილის
ჯიხვის რქა კლდეებს ესმოდა.
ის იყო გულის საკლავი,
თვალით ვერაფერს ვხედავდი,
სროლასან მოკვლას ვინ იტყვის,
წინ სვლას ვეღარა ვბედავდი.
უცნობი ახლოს მივიდა,
შორი-ახლოსა მდგომარე,
გამარჯვებაო” მისძახა,
ნუ სჩივინუ ხარ მწყრომარე”.
შენც გაგიმარჯოსძმობილო,
ჰხოცო ნადირი მხტომარე.
აინადირირას სჩივი? -
უჩვენა ჯიხვი რქიანი, -
მკვდარირქებ-გადაგდებული,
დადუმებულიჭკვიანი.
თუ გინდა ეხლავ გავიყოთ,
როგორც ამხანაგთორადა,
ჩიჩქიც არ მინდა მე მეტი,
გავინაწილოთ სწორადა.
ამაღამ ჩემთან წამოდი,
სახლი არ მიდგა შორადა.
სადაური ხარძმობილო?
სახელიც მითხარ შენია.
ნუ სწუხარსაზრდო შენთვისაც
დღეს უფალს გაუჩენია.
წილი გდებია შენაცა
ამ ჩემგან მოკლულს ჯიხვშია.
რად გიკვირსარ გეხუმრები,
არც გეფერები პირშია.
მაშთუ ეს ასე არ არის,
რად შამეფეთე ამ დროსა?!
შაჰრცხვესჩემს თავადვინც შენა
ნაწილი დაგიკარგოსა.
რა გქვიანსახელი მითხარ,
ხევსური სჩანხარ იერით.
ნუნუა მქვიანძმისაო,
გადმოხვეწილი ჭიელით, -
იცრუა ზვიადაურმა,
თვისი სახელი დამალა.
რა ქნასმის სახელს იცნობენ,
ქისტებს ბევრს სისხლი ავალა;
ბევრს ქისტს მოაჭრა მარჯვენა,
უდროდ საფლავში ჩალალა.
შენი სახელიც მასწავლე,
ჩემი ხომ გითხარ მართლადა.
ჯოყოლა მქვიანძობილო,
ალხასტაისძე გვარადა;
არ მოგვიხდებაერთურთში
სიტყვა ვიუბნოთ მცდარადა.
სახლი აქ ჯარეგას მიდგა,
ქავი და ციხე კარადა.
ამაღამ ჩემთან წამოდი,
მე გაგიძღვები თავადა.
თუ კარგად არ დაგიხვდები,
არც დაგიხვდები ავადა.
ხვალ თითონ იციძმობილო,
საითაც გინდაიარე.
ზოგს მე გიამბობ ჩემს დარდსა,
ზოგიც შენ გამიზიარე.
საცა არ მიხნავძმობილო,
იქ ვმკო - ეს სადაურია?
ყელი მოგიჭრავ ჯიხვისთვის,
ფეხებიც ჩატყაულია.
გესტუმროუარს არ გეტყვი,
გიშველი ჯიხვის ზიდვასა,
წილს-კი არ მოგთხოვიცოდე,
თავს არ ვაკადრებ იმასა.
შამოატყავეს ნადირი,
წავიდნენ ჯარეგაშია,
ბევრი იუბნეს ამბავი,
ერთურთს გაეცნენ გზაშია.

III

მივიდნენკოშკები დაჩნდა,
აქა-იქ ჰყეფენ ძაღლები;
კარებში იცქირებიან
ცნობისმოყვარე ბალღები.
დაეტყო ცხადად კლდის მსგავსად
სიპით ნაგები სახლები.
აიეს ჩემი ოჯახი,
ჩემი ციხე და სახლია;
მობძანდიროგორც ძმა ძმასთან.
ნათლიმამასთან - ნათლია.
ცოლს დაუძახა ჯოყოლამ:
გამოიხედე კარშია! -
ეტყობა თავმოწონება
მასპინძელს საუბარშია.
სდგანან დერეფანსუცდიან...
ცეცხლი ჰკრთებოდა ღველფზედა,
ჩონგურს უკრავდადროული
კაცი რამ უჯდა გვერდზედა.
დაჰმღერდა გმირობისასა,
მამა-პაპათა ცდისასა:
როგორ არბევდნენ ფშავ-ხევსურთ,
სისხლს არ არჩენდენ ძმისასა;
ყველგან მადლობას სწირავენ
მარჯვენას კაის ყმისასა.
გამოჩნდა ქალი ლამაზი,
შავის ტანსაცმლით მოსილი,
როგორაც ალყა ტანადა,
ვარსკვლავი ციდამ მოცლილი.
აისტუმარი მოგგვარე, -
ღვთის წყალობაა ჩვენზედა, -
როგორც დაგვხვდებიდიაცო,
ეხლა ჰკიდია შენზედა.
ქალმა სალამი მიართო:
სტუმარომოხვედ მშვიდობით!
შენდაც მშვიდობაგაცოცხლოს
თავის ქმრითა და წილობით!
სტუმარს აბჯარი წაუღო,
მიიპატიჟეს შინაო;
ქალი მისდევდა უკანა,
ჯოყოლა მიდის წინაო;
თან მისდევს ზვიადაური,
ძმობილი გაიჩინაო.

IV

კაცი რომ სჩანდა სახლშია,
ჭაღარ-შერთულიხნიერი,
წამოდგა ისიც ფეხზედა,
როგორც კლდის ვეფხვიძლიერი.
სტუმრად მოსული უცნობი,
სტუმარს პატივს სცემს სხვისასა,
ფეხზე ადგომა წესია,
წესს ვერ დაარღვევს მთისასა.
მაგრამროს ნახა უცნობი,
ფერი დაედო მგლისაო;
ადვილად აიცნობოდა,
რასაც ფიქრობდა ისაო.
არ ეჭაშნიკა დროულს ქისტს
დანახვა უცხოს ყმისაო.
გული სცემს ბრაზმორეული,
სახეც არ ჰმალავს ამასა,
ხანჯრისკე ხელი მიუდის,
ჩუმად სინჯავდა დანასა,
მაგრამ სტუმარი სხვის სახლში
ვერ გაჰშლის ხათაბალასა.
ადგა და ჩუმად გავიდა,
თითზე იკბინა მწარედა,
სამჯერ ჩაიკრა გულს ხელი,
როცა გავიდა გარედა.
წავიდაკარი-კარ დადის,
ენასა ჰლესავს შხამითა:
ქისტებოჩვენი მოსისხლე
შემოგვეპარა ღამითა.
სჩანსრო ჯოყოლა ვერ იცნობს,
არ უნახია თვალითა
ეგ ჩვენი ამომგდებელი,
ჩვენი მრბეველი ძალითა;
გაუმაძღარი მუდამ ჟამს
ჩვენის სისხლით და ძვალითა
დღეს ჩვენს ხელთ არისვეცადოთ,
ვაგემოთ გემო მწარია,
მაგათ მოკლული ამ ზაფხულს
გვყავს უპატრონო მკვდარია.
სთქვითთუ არ ვამბობ სიმართლეს,
თუ ჩემი სიტყვა მცდარია?!
გაიგოს ჩვენმა დუშმანმაც,
არ გვაქვს უჯიშო გვარია.
მიკვირს ჯოყოლას ჭკვისაგან,
მტერს რად გაუღო კარია,
ვისა ჰმასპინძლობს ჭკვათხელი,
ცნობაზე რად არ არია?!
ცხვირიდამ უნდა ვადინოთ
ზვიადაურსა ძმარია,
თუ არადიაცთ დაუთმოთ
ჩვენი ხმალი და ფარია”.
აღელვდენ ქისტის შვილები,
ყველამ შაიბა ხმალია,
აღელვდა მთელი სოფელი:
ბალღიკაცი და ქალია.
უნდა შასწირონ თავის მკვდარს
ზვიადაურის თავია;
უნდა მტრის საფლავზე დაკლან,
როგორაც წესი არია.
გაგზავნეს ერთი მზვერავი,
თან აბარებენ ჩუმადა,
მივიდეს ჯოყოლასთანა
მეზობლურადაძმურადა;
სოფლის განზრახვა არა-გზით
მას არ ჩაუგდოს ყურადა.
ივახშმოსიმუსაიფოს,
გაიგოს სტუმრის ლოგინი;
ღამე დაესხნენშაკონონ,
არ უნდესთ ბევრი ლოდინი.
მივიდა მოყურიადე
ლაქარდიანის ენითა,
სახელს ულოცავს ჯოყოლას,
ლაღობსარ არის წყენითა.
ხალვათობსამბობს ამბებსა,
ენას აკვესებს კვესითა.
ვინ იცისგული სავსე აქვს
გველის შხამით და გესლითა.
ივახშმესთვისი სტუმარი
მასპინძელს მოსწონს გულითა.
კარგი ვაჟკაცი ეტყობა”, -
ფიცულობს თავის რჯულითა:
ეს ერთი ცნობახვალ ძმობა,
ერთად შევთვისდეთ სულითა”...
მიიპატიჟა საძილედ,
დაუთმო თვისი ლაჭანი.
არაო, - სტუმარი ეტყვის, -
არ მინდა ლეიბ-საბანი.
მე დერეფანში დავსწვები,
შინ ძილს არც-კი ვარ ჩვეული...
ასრულდა მისი წადილი,
გულიდამ ამოწეული,
მოყურიადეს ეს უნდა,
ამად არს აქ მოწვეული.
წავიდა გახარებული,
შეატყობინა ყველასა.
მამლის საჯდომი თუ იცის,
მეტი რა უნდა მელასა?!

V

რა ამბავიადიაცო?
ხმალი მინდა და ხანჯარი!
სახუმრო საქმე არაა,
თავზე დაგვესხა მტრის ჯარი!
ნამდვილ აკლებას გვიპირობს,
გვღალატობს ჩვენი სტუმარი;
ძმობით და მეგობრობითა
შემოგვაპარა ლაშქარი!
სუდაიცადე!.. მოვსტყუვდი...
ჩვენი ქისტები არიან.
რისთვის მოვიდნენ ამ დროსა,
რას ბჭობენვის რა სწადიან?!
ყური დაუგდე კარგადა,
კაცისა მესმის ხრიალი.
რა მქისე ხმაურობაა,
რა საზარელი გრიალი!
ჩემს სტუმარსა ჰკვლენსწორედა,
უდგასთ ხანჯრების პრიალი.
უყურე უნამუსოთა,
ჩემს ოჯახს როგორ ჰქელავენ!
ჩაიგდეს ჩემი კაცობა,
ფეხს ქვეშ ტყლაპივით სთელავენ,
გავიგოაბაწავიდე,
რაზერისთვისა ჰღელავენ?!
ეს სთქვა ჯოყოლამწამოდგა,
ხელ-ხანჯრიანი წავიდა.
გააღო სახლის კარები,
შეუპოვარად გავიდა.
რას სჩადით? - შემოუძახა: -
ვის სტუმარს ჰბოჭავთ თოკითა?
რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა,
თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა?
ჩემს სჯულსა ვფიცავსისხლს დავღვრი,
განანებთ ბრიყვულს ქცევასა,
განანებთთუმცა ძმანი ხართ,
ჩემის კაცობის ქელვასა!..
რას ამბობშტერორას ამბობ?
რად არ მოდიხარ ცნებასა?
მოსისხლე სტუმრის გულისთვის
ძუძუს ვინ მოსჭრის დედასა?! -
შემოუძახეს ქისტებმა
ერთხმადძლიერადჭექითა: -
შენ და შენს სტუმარსორივეს
ერთად გადგისვრით ბექითა.
თემს რაც სწადიანმას იზამს
თავის თემობის წესითა.
მთელის ქისტების ამომგდე
სტუმრად რადა გყავ სახლშია?
ზვიადაურის სახელი
ბავშვმაც კი იცის მთაშია.
ეს იყო მუდამჭკვათხელო,
ჩვენის გაჟლეტის ცდაშია,
მგლურად რო გვეტევებოდა,
რო გვიჯდებოდა გზაშია.
ჯოყოლა ცოტას შეფიქრდა,
პირს სინანული წაესო,
თითქოს ნატყორცი ისარი
ზედ გულის კოვზზე დაესო.
თვით ამან მოჰკლა შენი ძმა
არყიანებში თოფითა,
ჩვენ ვიცნობთ მაგის სახესა,
გადალესულსა ცოფითა.
გახლავართ ზვიადაური!” -
ჩამოგვკიოდა გორითა;
სულ კარგად ვიცითცხადადა,
თვალს ვადევნებდით შორითა.
აავსო ფშავ-ხევსურეთი
აქით წასხმულის ძროხითა.
უკან გაუდგა ლაშქარსა
ფეხმარდილეგის ჩოხითა.
თავს რად იმურტლავბეჩავო,
გაუმაძღარის ღორითა?
გული როგორ არ გერევა
მაგასთან ჯდომა-ყოფნითა?!
ეგ მართალიაიქნება...
რა უნდა მითხრათ მაგითა,
მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა
თქვენს გულისთქმასთან ძაფითა.
დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,
მითაც მე ვერ ვუღალატებ,
ვფიცავ ღმერთსქმნილი იმისა.
მე გთხოვ გაუშვამუსაო,
ნუ სტანჯავ უდიერადა,
როცა გასცდება ჩემს ოჯახს,
იქ მოეპყარით ავადა.
ვის გაუყიდავ სტუმარი?
ქისტეთს სად თქმულა ამბადა?
რა დავაშავე ისეთი,
რომ მომიხედით კარადა?
თვის რჯული დაგვიწყებიათ,
მიტომ იქცევით მცდარადა;
ჩემს ოჯახს პასუხს რით აძლევთ?
სახლში ხართგანა შარადა!
ვაი თქვენქისტის შვილებო,
მომდგარნო ჩემს კარს ჯარადა!
უიარაღოს აწვალებთ,
გული რასა ჰგრძნობს თავადა?

მუსა (ჯოყოლას)

შენაც ამასთან შაგკონავთ,
თემის პირს რომ სტეხთავხედო!
ჩვენის ნარჩევის დარღვევა
შენ როგორ უნდა გაჰბედო?
აჰყეფდი ქოფაკივითა,
აბდა-უბდაობ შტერადა;
ამ გიაურის გულისთვის
ძმებსაც ეპყრობი მტერადა.
არ იცირომ შენი საქმეც
დღეიდგან წავა ცერადა?!

ჯოყოლა (მუსას)

რაოქოფაკო?! შენ ამბობ?
ახლა ძაღლადაც გამხადე?! -
იძრო ხანჯარიმუსასა
გულში უმარჯვა ვადამდე.
უყურე თვით ძაღლსუყურე,
გამითამამდა სადამდე!
ჩემის კაცობის დამქცევნო,
ლანძღვასაც მემართლებითა?
ალლახსა ვფიცავგაგმუსრავთ,
მანამ ამკაფავთ ხმლებითა,
გრისხავდესთ ცა-ქვეყნის მადლი,
უსამართლობას შვრებითა!
რა ქნა უღმერთომრა ქნაო,
გაგიჟდაჭკვაზე მცდარია... -
ჯოყოლას თავზე დაეცა
მთლი ქისტების ჯარია,
ხელი შაუკრეს... არ მისცეს
ნებაეხმარა ხმალია...
ხელ-ფეხშაკრული დერეფანს
დააგდესროგორც მკვდარია.
წყევლა ხალხისა ჭექაა,
ნაფურთხი - წვიმის ცვარია.
წამოიყვანეს დაჭრილი,
ზვიადაურიც სტანია.
რას ამბობს ზვიადაური?
სახე რადა აქვს მტკნარია?
ბოღმა მიტომ ჰკლავს ვაჟკაცსა,
რომ ხელთ არა აქვს ხმალია:
ჩამიგდეთ ხელშიძაღლებო,
კარგი დაგიდგათ დარია”.
ამას ამბობდა დინჯადა,
სხვად არას მოუბარია.
მიჰყავდათ სასაფლაოზე,
სადაც ქისტების მკვდარია,
უნდა თავის მკვდარს შესწირონ,
რომ იქ უზიდოს წყალია,
მსახურად ჰყავდესმორჩილად,
და გაუბანდოს ჯღანია...

VI

სოფლისა გაღმა გორია,
დამწვარიქვიშიანია.
ბევრი წევს იქა ვაჟკაცი,
გულ-ლომიჯიშიანია.
ძირს მისდგამს ბექი მდუმარე,
ნაღვარითიხიანია.
ხმალ-ხანჯრისთოფის მხმარეთი
არა სძგერს გული მაგარი;
იმათ სჭამს მიწა უენო,
სასტიკიგაუმაძღარი;
მასში ეშლება ყველასა
ადამიანის იერი...
ვერ გვიხსნის სიკვდილის ბჯღალით
ძალავერც სიტყვა ცბიერი.
ბუნების ცოდვა ესაა,
მუდამ საწყინო ჩემია:
ავსა და კარგსა ყველას ჰკლავს,
არავინ გადურჩენია.
ყველა მგზავრთათვის ინთქმევა,
როცა იღუპვის გემია!..
მზე ჯერ არ ამოსულიყო,
ნამს ჯერ ბალახზე ეძინა,
არ დაებერა ნიავსა,
დაბლა არ ჩამოეფინა,
ურიცხვი კაცი და ქალი
ჭალაზე შამოეფინა.
მოჰყავდა ზვიადაური
ხელშეკონილი გროვასა,
ყველას უხარის მის მოკვლა,
ან ვინ დაიწყებს გლოვასა?!
სიკვდილი ყველას გვაშინებს,
სხვას თუ ჰკვლენცქერა გვწადიან;
კაცნი ვერ ჰგრძნობენ ბევრჯელა,
როგორ დიდს ცოდვას სჩადიან.
რამდენი ავსული ვიცი,
წარბშეუხრელად დადიან;
თავის მტანჯველის შემუსრვა
ან კი ვის არა სწადიან?!

XIV

ღამეა ბნელიდელგმაა,
დგანდგნარებს არე-მარეო.
ღმერთომოჰხედე ტანჯულთა,
უშველეშაიწყალეო!
კარგი კარგია მაინცა, -
ბეჩავი შაიყვარეო!
ტანჯულთა ლოცვა-მუდარა
გულს ვარდად დაიყარეო!
თუ არ უშველისაწყლების
სულები მიიბარეო!..
გეყო მაგდენი მუქარა,
ღრუბელოგადიყარეო!
მდინარე მოჰქუხსმრისხანებს,
ზედ ასქდებოდა ლოდებსა,
დღესაც ისევე ბოროტობს,
არ იცისრისთვის ჰგოდებსა.
არ ეშინიან ტანჯვისა,
იმან არ იცის სიკვდილი.
ერთი რამ იცის მხოლოდა:
ცრემლის ღვრამაღლა ყვირილი,
მუდამ ჟამს უცინარობა,
მარტო ტირილიტირილი...
ქარი სცემსდაბლა ხევებით
ჩამოკიჟინებს მთებითა;
ქალი სდგასმდინარეს დასცქერს,
კლდეზეგაშლილის თმებითა;
სხივ მიხდილს ვარსკვლავს მაგონებს
მკრთალად მთრთოლარის ყბებითა.
არ იღებს ხმასა... შემკრთალი
ჰკრთისრომ დასცქერის მდინარეს;
რა საზარლადა ხმაურობს,
როგორ საზარლად მდინარებს!
ლაშ-დაღრენილისასტიკი
შავი ხეობა მძვინვარებს.
თავს ნუ იკლავო!” აბათუ
ერთმა ურჩიოს მაინცა.
დახუჭა ქალმა თვალები,
მსწრაფლად მორევში ჩაიქცა.
რაღად ვიცოცხლორიღასთვის?
ამას ჰფიქრობდა ქალია. -
ქისტეთში ჩემი ერთგული
კენჭიც კი არსად არია.
ორთავ შევცოდეთ ქისტებსა,
მათ შამიჩვენეს ქმარია...
მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს,
უცხოსთვის ცრემლი ვღვარია.
წაიღო წყალმა აღაზა,
ლამსა და ქვიშას შაჰრია.

XV

იმ კლდის თავსსაცა ჯოყოლა
მოჰკლეს ხევსურთა ბრძოლაში,
ღამ-ღამ ჰხედავენ სურათსა
ზვავისგან ნაგალს გორაში:
კლდის თავს წადგება ჯოყოლა,
სასაფლაოსკე იძახებს:
ზვიადაუროძმობილო,
რად არ მაჩვენებ შენს სახეს?!”
სასაფლაოდამ წამოვა
აჩრდილი ფარ-ხმალიანი,
გულზე უწყვია დაკრეფით
მკლავები სამკლავიანი.
მივა და მიესალმება
თავის ძმობილსა მდუმარედ.
იქვე აღაზაც ამოდის
სახე მოწყენითმწუხარედ.
ენთება ცეცხლი მათს გვერდით,
მკრთალადა ბჟუტავს მთაზედა;
იმათ ჰმასპინძლობს აღაზა,
ჯიხვის მწვადს უწვავს ალზედა.
ვაჟკაცობისას ამბობენ,
ერთურთის დანდობისასა,
სტუმარ-მასპინძლის წესზედა
ცნობის და და-ძმობისასა.
როცა მათ ჰხედავს ერთადა
კაცივერ ძღება ცქერითა;
მაგრამ გაჩნდება ჯანღი რამ
კურუმად შავის ფერითა,
დაეფარება სანახავს
წერა-მწერელის წერითა.
ზედ აწევს ჯადოსავითა,
არ დაიმტვრევა კვერითა,
ვერც შეულოცავს მლოცავი,
არც აიხდება ხელითა.
მხოლოდ მდინარის ხმა ისმის,
დაბლა მიქანავს ხველითა
და უფსკრულს დასცქერს პირიმზე
მოღერებულის ყელითა...

1893 .